LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად იყავით კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად – პრემიერის დავალება გუბერნატორებს (ვიდეო)

260
4488

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების  რეგიონულ დონეზე აღსრულებაზე პასუხისმგებლობა, გიორგი გახარიამ გუბერნატორებს დაავალა.

პრემიერმა გუბერნატორებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა რესტორნების, ფიტნესკლუბების, თუ სპაცენტრების მუშაობის შეჩერება, მათი სასწრაფოდ აღსრულება რეგიონულ დონეზე, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, თქვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად შეასრულონ გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა  საბჭომ მიიღო.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/261786998146560/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g