LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლაზე უარი თქვა: „ეს ვირუსი ადამიანებს არ ემუქრება“

39371
bahrain-reports-first-coronavirus-death-in-gulf-live-updates

შვედეთის სამეფო ერთ-ერთია იმ მცირე სახელმწიფოებს შორის, რომელსაც არ დაუკეტავს საზღვრები, სასწავლო დაწესებულები, კაფეები, რესტორნები და სავარჯიშო დარბაზები. ამის შესახებ ინფორმაციას  haqqin.az  ავრცელებს.

ხელისუფლებას ამ დრომდე არ მიუღია არანაირი ზომა კორონავირუსთან საბრძოლველად. პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა განაცხადა, რომ  ქვეყანაში შემსვლელების კონტროლის გარკვეულ ფორმას შემოიღებენ და ამით გახანგრძლივდება საზღვრის გადაკვეთა.

შვედი მეცნიერები, თავიანთი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა, რადგან დაავადებულთა მხოლოდ 2 პროცენტი იღუპება.

შვედეთში დაავადებულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს. დაღუპულია 3 ადამიანი. ერთი გამოჯანმრთელდა. სამი მათგანის მდგომარეობა  მძიმეა. ბოლო დროს დაავადებულთა ბევრი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველაფერი ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. თითქოს არც არაფერი მომხდარა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ექიმი დაავადდა ვირუსით, მაგრამ მუშაობას მაინც აგრძელებს.

ზოგიერთი ექიმი აცხადებს, რომ ვირუსზე საშიშია -„შიშის ვირუსი“, რაც ადამიანს აიძულებს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც სიტუაციას ართულებს.

დრო აჩვენებს, სწორად მოიქცა თუ არა შვედეთის მთავრობა, როდესაც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობა სასწორზე დადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები