უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ჯერჯერობით არ არის:
“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით ამის აუცილებლობა არ დგას. პრეზიდენტთან შეთანხმებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – აცხადებს გახარია.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მასშტაბით, იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებების გარდა.
ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქის გარდა - პრემიერის საგანგებო განცხადება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ დამატებითი ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერის თქმით, რადგან ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელების ეტაპი, იძულებულები არიან მიიღონ დამატებითი აკრძალვები. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების. “მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული”- აღნიშნა […]