გამოცემა “ვერიეთი” იუწყება, რომ 81 წლის ასაკში ლეგენდარული ქანთრი მუსიკოსი, კენი როჯერსი გარდაიცვალა.
სიკვდილის მიზეზი უცნობია, თუმცა განცხადებაში წერია, რომ ის საკუთარ სახლში, ახლობლების გარემოცვაში დაიღუპა.
მომღერლის დაკრძალვა ვიწრო წრეში ჩაივლის და მას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან. ეს გადაწვეტილება COVID 19-ის პანდემიის გამო მიიღეს.
კენი როჯერსი ცნობილია ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა: “Islands In The Stream”, “The Gambler” და “We’ve Got Tonight”.