დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ბოლო ერთი შემთხვევის 86 კონტაქტი იდენფიტიცირებულია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში აღნიშნა.
მისი თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებული შემთხვევაა. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“უკვე დაახლოებით, 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული ამ ბოლო პაციენტთან დაკავშირებით, მაგრამ კონტაქტები კიდევ მეტია. მათთან მუშაობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 54 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გამოჯანმრთელებულია 3 მოქალაქე.