LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის პოლიტიკური ინსტრუმენტი” – გიორგი გახარია სწრაფ ტესტებზე

73
90645512-1631764806961417-4758408432040542208-o

გუშინ, გვიან ღამით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. პრემიერ მინისტრმა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ახალი კორონავირუსის შემთხვევის დადასტურება რეგიონში, სადაც ეპიდემიოლოგების განმარტებით, ბოლომდე არ არის ცნობილი ინფიცირებულის ყველა კონტაქტი. პრევენციის მიზნით რეგიონში განსაკუთრებიღ გამკაცრებული ზომები მიიღეს.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა

ბრიფინგზე გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის სწრაფი ტესტების არსებობის შემთხვევაში მოხდებოდა თუ არა შემთხვევის დროული აღმოჩენა. პრემიერმა უპასუხა, რომ ტესტების შემოტანა ქვეყანაში დაგვიანებული არ არის. მისი განმარტებით, სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა და ეს ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის პოლიტიკური ინსტრუმენტია.

„სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იყო მარნეულის შემთხვევის განვითარება. სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებს განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა არის ქვეყნის სტრატეგია, რათა გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს. სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ, დამატებითი მოგების მიღებას, იქნება ეს ფინანსური თუ პოლიტიკური დივიდენდები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევას როგორმე ჯანმრთელობისა და ეკონომიკისთვის მინიმალური დანაკარგებით ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g