მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ განუსაზღვრელი ვადით გადადებული კინოპრემიერების, მუსიკალური ტურნეებისა და ფესტივალების ეპოქაში, მუსიკალურ ინდუსტრიაში რაღაც ახალი მაინც ხდება.
აი მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ლეგენდფარულმა ჯგუფმა Deep Purple ახალი ალბომის ტრეკლისტი გამოაქვეყნა. ასევე, ოზი ოსბორნის, სლეშისა და ელტონ ჯონის ერთობლივი ნამუშვარიც გავრცელდა, როგორც ჩანს, როკი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.
პრემიერა: ოზი ოსბორნისა, ელტონ ჯონის და სლეშის ერთობლივი ნამუშვარი
არტისტმა, 10 წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომი, Ordinary Man გამოუშვა და პერმანენტულად კოლაბორაციულ ნამუშევრებსა და ვიდეოებს ავრცელებს
სულ ცოტა ხნის წინ კი, ამერიკულმა როკ-ჯგუფმა The Killers კომპოზიციაზე Caution კლიპი გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ, რიგით მეექვსე ალბომში, Imploding the Mirage შევა, რომელის გამოსვლაც 29 მაისს იგეგმება.