LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში მირიან მეფის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

403

დიდ დიღომში მირიან მეფის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

47.800 კვ. მ ფართზე სრულად გამოიცვლება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ტროტუარები და ბორდიურები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი.

პროექტს კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ფასი 3 512 633 ლარს შეადგენს.

მირიან მეფის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.

“გარდა აღნიშნული პროექტისა, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ შიდა გზების გაკეთებას. გარდა ამისა, იგეგმება გამწვანების ღონისძიებები, მოიხსნება მკვეთრად დაზიანებული გზების პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ამასთან, დიდ დიღომში ახალი ავტობუსებისთვის შენდება ბაზა, ასევე უახლოეს მომავალში დიდი დიღმის რეისზე ივლის ახალი ავტობუსი, რითაც გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტიც მოიხსნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g