LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შატილისკენ მიმავალ გზაზე გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

147
1212121

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა გაწმენდილია 90-ე კმ-მდე, სადაც სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით ზვავი და კლდის მასა. ამ მონაკვეთის აღდგენა სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მოხდება და საავტომობილო გზა სავარაუდოდ 2 კვირაში გაიხსნება.

​გზის აღნიშნული მონაკვეთი ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ მისი კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები