გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. შტაინმაიერი პრეზიდენტის პოსტზე თავიდანვე მთავარ კანდიდატად ითვლებოდა.
გერმანიის პრეზიდენტს ფედერალური კრება ირჩევს. მის კანდიდატურას კი 931 ადამიანმა დაუჭირა მხარი.