LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაიამ პოლიცია დატოვა – რას ედავებიან პოლიტიკოსს

149
გოგი

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ცოტა ხნის წინ პოლიციის შენობა დატოვა. წულაიას თქმით, სასამართლო დისტანციურად უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან მან ადვოკატი მოითხოვა. მოსამართლემ მისი მოთხოვნა გაითვალისწინა და პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება.

გოგი წულაია დააკავეს

მას პოლიციელისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფა ედება ბრალად.

წულაიას ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედება, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცება 3000 ლარამდე ჯარიმას ითვალისიწინებს. წულაია დღეს დააკავეს, როდესაც ბრიფინგს მართავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g