LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაია: საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ – ვფიქრობ საფრანგეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას

93
BeFunky-collage (5)

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში იმყოფება და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

როგორც მან წულაიამ აღნიშნა, საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.

„ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას, ნამდვილად, არ ვაპირებ, მით უმეტეს, პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს და ჩინჩალაძე-მურუსიძე სააპელაციოში არიან ჩასაფრებულები. ვფიქრობ, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას და ალბათ, 90%-ით გავაკეთებ”, – განაცხადა გოგი წულაიამ “ინტერპრესნიუსთან.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული პოლიტიკოსი, გოგი წულაია ნაწილობრივ გამართლდა, პროკურატურა არ ეთანხმება.

პროკურატურამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა.

თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით 2021 წელს წარუდგინეს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა წულაია 2021 წლის 19 მარტს დააკავეს.

თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

წულაია ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ კი 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მისი ადვოკატის განცხადებით, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები