მსახიობი კიანუ რივზი ბრიტანული Esquire-ის მარტის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლავმა გამოცემის ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო და გულახდილადაც ისაუბრა. ჟურნალისტმა ჰოლივუდის ვარსკვლავს ოჯახის შექმნის შესახებ კითხვა დაუსვა და მოკლე პასუხი მიიღო: „ძალიან გვიანია. ყველაფერი დამთავრებულია. მე 52 წლის ვარ და არ ვაპირებ, მამა გავხდე“, – განაცხადა მსახიობმა.
ჟურნალისტმა მას 73 წლის მიკ ჯაგერის მაგალითი მოუყვანა, რომელიც გასული წლის დეკემბერში მამა გახდა, თუმცა ამ არგუმენტებმა რივზი ვერ გადაარწმუნა.
შეგახსენებთ, რომ კიანუ არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. 1999 წელს მას და მის მეგობარ გოგოს, ჯენიფერ საიმს გოგონა, ავა შეეძინათ, რომელიც მალევე დაიღუპა. ამ ამბის მერე საიმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.