LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება, შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე”- პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

1229
Capture

პოლიტიკოსი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახემ მისმა მეუღლემ, მწერალმა და ჟურნალისტმა, ეკატერინე ტოგონიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. რატი “ნაციონალური მოძრობის” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა, ის წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას გლიობლასტომას ებრძოდა.

“უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.
სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.
რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.
ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე გულში შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.
ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი…
შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე.
შეხვედრამდე,”- წერს ეკატერინე ტოგონიძე.

რატიმ მკურნალობის კურსი ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში ჩაიტარა და საქართველოში აგრძელებდა. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი და ეკა ტოგონიძე წლებია დაქორწინებული არიან და ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები