სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის სახელი უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა, ბიჭებმა ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც საზოგადოებას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
„დღეს ცალ-ცალკე დგომით შეგვიძლია, ისე გავერთიანდეთ, როგორც არასდროს“ – განაცხადეს ბიჭებმა.
Join Hyundai and BTS @BTS_twt in keeping #socialdistancing going and everyone around you #safe and protected. Maintaining a distance today can #help us be even more #united then ever! #Becauseofyou #HyundaixBTS #BTSxHyundai pic.twitter.com/Tq0w3ZQaF3
— Hyundai Worldwide (@Hyundai_Global) April 7, 2020
სულ ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი ხდება, რომ ბოიბენდის კლიპმა DNA რეკორდი დაამყარა და „იუთუბის“ ისტორიაში ყველაზე მეტი კომენტარის მქონე მუსიკალური ვიდეო გახდა. 2017 წელს გამოსულ ვიდეოს 5,07 მილიონზე მეტი კომენტარი აქვს.
აქამდე რეკორდი ასევე სამხრეთკორეელ მომღერალს Psy-ს ეკუთვნოდა, რომლის ვიდეორგოლმაც Gangnam Style 5,04 მილიონი კომენტარი დააგროვა.