LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორსული ტაშით გააცილა (ვიდეო)

409
ასდ

დღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 24 კვირის ორსულმა დატოვა.

პაციენტი მედპერსონალმა ტაშით გააცილა. ამის ამსახველი ვიდეო კლინიკის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ასე ამაღელვებლად დაემშვიდობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და პერინატალური დეპარტამენტი საქართველოში covid19 -ით ინფიცირებულ პირველ 24 კვირის ორსულს, რომელიც 2020 წლის 26 მარტს საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოვიდა საკმაოდ მძიმე კლინიკური ნიშნებით. ორსული სრულად გამოჯანმრთელდა, ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს”,- წერია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

https://www.facebook.com/TSMUclinic/videos/651383252364441/

magti 5g