LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ინფიცირებულები ძირითადად რეგიონებიდან არიან – მარინა ეზუგბაია

152
Capture

“ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისს 2-3 უკავშირდება” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ახალი ინფიცირებულების წყარო დადგენილია.

“გუშინ დღე-ღამის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 14 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მთლიანობაში 266 პაციენტიდან 78 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. გამოჯანმრთელებული 67-დან კი 45 ჩვენი პაციენტი იყო.
ჩვენი პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია. ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური ორი პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ჯერჯერობით არა. დანარჩენი მძიმე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს. ერთი, ჩვენთან მოთავსებული პაციენტი არის მარნეულის კლასტერი. ახალი 14 შემთხვევიდან ძირითადი წყარო გახლავთ აჭარა და სხვა რეგიონები, თბილისსს 2-3 შემთხვევა უკავშირდება”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე არც ერთი ექიმი არ გადის მკურნალობას.

magti 5g