LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით” – ალექსანდრე გოგინავა

85
20200406095014

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ დღეს რამდენიმე პაციენტთან განმეორებით ტესტზე უარყოფით პასუხს ველოდებით, რის შემდეგაც ისინი კლინიკიდან გაეწერებიან. ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ  „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ამ დროისთვის მათ ცენტრში 40 პაციენტს მკურნალობენ, მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ორი მათგანი შედარებით სტაბილურადაა. ვყავს ახალი პაციენტები, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ და მათ ჯანმრთელობაზე დეტალები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოს მტავრობის მიერ შექმნილი გვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 68 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4 856 ადამიანი, ხოლო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 458 მოქალაქე იმყოფება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g