ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმი “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფილმი, რომელიც ღვინის ქართული ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს 5 ნომინაციაში დააჯილდოვეს.
- საუკეთესო რეჟისორი – ნანა ჯორჯაძე
- საუკეთესო სცენარის ავტორი – თამარ ბართაია
- საუკეთესო პროდიუსერი – შალვა ხეცურიანი
- საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე
- როლის საუკეთესო შემსრულებელი – რევაზ ხეცურიანი
“ღვინის ნულოვანი მერიდიანი” სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ფილმის პრემიერა საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში იგეგმება.