LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა“ – კინოცენტრი ნინო კირთაძის განცხადებაზე 

541
Untitled design (1)

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლის, რეჟისორისა და სცენარისტის, ნინო კირთაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი – როგორ დასრულდა კულტურის მინისტრისა და კინოს სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა

კინოცენტრი გავრცელებულ ინფორმაციაში იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც, უწყების განმარტებით, ნინო კირთაძემ თანამდებობა დატოვა:

„რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ, 2023 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადებით მომართა ეროვნულ კინოცენტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. მოცემული განცხადება 13 ივლისს დაკმაყოფილდა.

ნინო კირთაძე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერად. 11 ივლისს, მას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში, იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, რადგანაც ამ მიმართულების შემდგომი გაძლიერება იგეგმებოდა. ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.

აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ქალბატონმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა.

ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ნინომ ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა. სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სპეკულაციებისგან და მოერიდონ სიმართლის დამალვას.

ინფორმაციისთვის: სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 12 ივნისიდან ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. რეორგანიზაციის მიზანი იყო კინოცენტრის მენეჯმენტისა და მიმდინარე ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოხელოვნების ინტერესების გათვალისწინებით.

რეფორმა გულისხმობს ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრას, საბიუჯეტო თანხის ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის სათანადო პირობების შექმნას, ასევე – ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და უფრო სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს უკეთ წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოსაზიდად ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციის შექმნისა და ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოოდ, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, გაძლიერებას“, – წერია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, რეჟისორი და სცენარისტი ნინო კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება. კირთაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე კინოცენტრთან თანამშრომლობას წყვეტს.

 

განცხადება ეროვნული კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ნინო კირთაძის, შესახებ

რეჟისორმა, სცენარისტმა და…

Posted by GNFC – Georgian National Film Center on კვირა, 16 ივლისი, 2023

 

ამავე თემაზე:

„ჩვენი მსჯელობის გარეშე ასეთ სივრცეში ჩინოვნიკებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.. უნდა შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ფართო სპექტრი“ – ქეთი დოლიძე კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე

კობახიძე: „კინოცენტრმა აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს? უნიკალურია დენდროლოგიური პარკი, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო“

„თუ რამე სამარცხვინოა, არის კულტურის დღევანდელი პოლიტიკა, ის რაც დღეს კინოცენტრში ხდება“ – რეჟისორი სალომე ჯაში კობახიძის განცხადებას პასუხობს

„რეორგანიზაციის საკითხებში ჩავერთვები“ – ბაჩო ოდიშარია აცხადებს, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები