LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეორგანიზაციის საკითხებში ჩავერთვები“ – ბაჩო ოდიშარია აცხადებს, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

183
Untitled design

ტელეკომპანია „POSTV“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

ამის შესახებ ოდიშარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა და აღნიშნა, რომ ის კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხებში ჩაერთვება.

„რეორგანიზაციის საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი, გავერკვევი, ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ამის გამოსწორებას ვეცდები, მაგასაც გავარკვევ, რატომ არის ეს [კინოცენტრში დანიშვნა] პროტესტის საგანი. წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ, რომ არგუმენტი არ მომისმენია.

კულტურის სამინისტროს ეკუთვნის კინოცენტრი.. აქამდე მსგავსი პროტესტი არ ყოფილა, მეც გავერკვევი, ახლა რამ გამოიწვია პროტესტი. პროტესტის გამომხატველი ადამიანი როდესაც მოვა, შემდეგ გავერკვევი“, – განუცხადა ბაჩო ოდიშარიამ „ფორმულას“.

შეგახსენებთ, ახალი მენეჯმენტით ეროვნულმა კინოცენტრმა მუშაობა დღეს პროტესტის ფონზე დაიწყო.

კულტურის მინისტრმა ეროვნული კინოცენტრის დროებით მმართველად კობა ხუბუნაია დანიშნა. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობას გასული ერთი წლის განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილე კარლო სიხარულიძე ასრულებდა.

კინოცენტრის თანამშრომლებმა განცხადება 12 ივნისს გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი არის კინოს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევის მცდელობაა.

დღესვე კინოცენტრის მოქმედი თანამშრომლები შენობაში შეიკრიბნენ და მენეჯმენტთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს რეორგანიზაცია, სანამ ცენტრს არ ეყოლება არჩეული დირექტორი, რომელსაც შეარჩევს სექტორისგან არჩეული კომისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g