LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად… ლიბერალად პოზიცონირებულ ფაშისტებს მაინც არაფერი ეშველებათ“- ბაჩო ოდიშარია კინოცენტრის ერთობლივ ფოტოზე

19241
ბაჩო ოდიშარია

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის ერთობლივ ფოტოს, რომელსაც საზოგადოების ნაწილში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ოდიშარია „ფეისბუქში“ წერს, რომ ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომელმაც ფესტივალზე შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა. რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც ასევე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო შვილის წაიყვანა და თავად ოდიშარიას მეუღლე და შვილი, რომელთა ხარჯი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე თავად გაიღო.

„სერიოზული ისტერია აიწია ლიბერალურ ბაბლში კინოცენტრის გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გადაღებული ოჯახური ხასიათის ერთობაა აღბეჭდილი. ცოლებისა და შვილებისადმი ეს ბაბლი რომ პერვერსიულადაა განწყობილი და ყველა შესაძლო ხერხით იყენებს ინსტრუმენტად, სიახლე აღარავისთვისაა, უბრალოდ ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად.

ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის შვილიც საკუთარი ხარჯებით წამოიყვანა, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც თავის შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა და ჩემი მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემი ხარჯებით წავიყვანე. ეს მათთვის, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ბიუჯეტის ფული ხომ არ დაიხარჯა ბავშვებზე   თითოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მითუმეტეს, არც უკანასკნელად.


რაც შეეხება დელეგაციას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრები, რის შედეგებსაც მალე იხილავს ქართული საზოგადოება. როდესაც ეს პროცესი ვერ გააშავეს ვერც ლანძღვით, ვერც ქართულ პავილიონში პლაკატების გაკვრით, ვერც ის გაბედეს, ვინმე მოსულიყო და თუ რამე ჰქონდა სათქმელი, იქვე ეთქვა, ბოლოს დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა. ქართული კინოც გაიმართება წელში, ევროკავშირის წევრობასაც მივაღწევთ, მაგრამ ლიბერალად პოზიცონირებულ ფაშისტებს მაინც არაფერი ეშველებათ“- წერს ოდიშარია

სერიოზული ისტერია აიწია ლიბერალურ ბაბლში კინოცენტრის გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ…

Posted by Bacho Odisharia on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2024

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ ქართული დელეგაციის ვიზიტზე ავრცელებს ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა. კინოცენტრის ცნობით, ქართული კინო კიდევ ერთხელ გასცდა ქვეყნის ფარგლებს და კანის საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეულად წარსდგა:

„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან დიდი მიღწევებითა და ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ქართული კინოს განვითარების პერსპექტივებსა და პოპულარიზაციას.

ქართული კინო კიდევ ერთხელ გასცდა ქვეყნის ფარგლებს და კანის საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეულად წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ ქართული კინოს განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შემდგენლებთან, პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.

მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმა პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს, რაც მეტ ქართულ ფილმს გაუხსნის ფართო და წარმატებულ გზას საერთაშორისო კინოინდუსტრიაში.

ინფორმაციისთვის: 14-25 მაისს ქ. კანში მიმდინარე 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონი გაიხსნა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილმა საქართველოს პავილიონმა წარმოაჩინა ქართული კინოს უმდიდრესი მემკვიდრეობა, წარადგინა ახალი პროექტები, პოპულარიზაცია გაუწია საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, „მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება 19 და 20 მაისს ფილმ-მარკეტისთვის განკუთვნილ დარბაზებში გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები და გაყიდვების აგენტები.

ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართული დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა საქართველოს კინემატოგრაფიის…

Posted by GNFC – Georgian National Film Center on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2024