ინფლუენსერი ბათუმიდან, ნათია თოფჩიძე კანის კინოფესტივალზე იმყოფება, სადაც დაესწრო ფილმის ჩვენებას, მალე კი წითელ ხალიჩაზეც გაივლის.

როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე, ამის შესახებ fortuna.ge-ს თავად მოუყვება.
„ვარ იუბილარი 19 მაისს და ეკა მგალობლიშვილმა გამიკეთა საჩუქარი, საჭირო ადამიანებთან წარმადგინა, ანახა ჩემი გვერდი, ვინც ვარ, როგორიც ვარ და მათაც სპეციალური მოსაწვევით მიმიპატიჟეს კანში.

რასაკვირველია, უამრავი დიზაინერი მთავაზობდა სამოსს, მაგრამ არჩევანი შევაჩერე ბათუმელი დიზაინერების ნამუშევრებზე. სწორედ მათ სამოსში ვარ ხოლმე გამოწყობილი მნიშვნელოვან დღეებში და ახლაც, ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სამოსი შევარჩიე მათი კოლექციებიდან.

არ დააყოვნა ქათინაურებმა. ყველა ივენთზე, სადაც ვიყავით, მაჩერებდნენ და კომპლიმენტებს არ იშურებდნენ. ქუჩებში მეძახდნენ, რა ლამაზი ხარო… ყველაზე მეტად გულს მივსებდა ჩემი გამომწერების აქტიურობა და შეტყობინებები, სადაც შენ ხარ, მშვიდად ვართ, საუკეთესოდ წარადგენ აჭარასო.
დღესაც დავესწარით ფილმის პრემიერას და ასევე მექნება მთავარი გასვლა წითელ ხალიჩაზე. ერთადერთი ვარ აჭარის პიარის ინდუსტრიიდან, ვინც კანის ფესტივალს ესწრება.
