საკუთარ ნაშრომებში ამერიკელი ფსიქოტერაპევტი და ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ტეორეტიკოსი როლო რის მეი ყოფიერების ძირითად პრინციპებს განიხილავს და ადამიანის პირად პასუხისმგებლობაზე, დანაშაულისა და შიშის გრძნობაზე საუბრობს.
fortuna.ge გთავაზობთ როლო რის მეის გამონათქვამებს:
ადამიანი საინტერესო არსებაა, რომელიც მხოლოდ მეხსიერებით იტანჯება
დეპრესია – მომავალზე ფიქრის შიშია.
ეჭვიანობა მათ ახასიათებთ, ვინც ურთიერთობაში ძალაუფლებას ეძებს და არა სიყვარულს.
სექსუალური თავისუფლება, რომელსაც უამრავი ეთაყვანება, სინამდვილეში მხოლოდ გულგრილობას და გრძნობების არ არსებობას მალავს.
გაურკვევლობა ყოველთვის განგაშს ბადებს.
სილამაზე – მხოლოდ ფორმაა, რომელიც სხვებზე ღრმად აღწევს ადამიანის გულსა და გონებაში.
იმისთვის, რომ სიყვარული უფრო მეტი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი სენტიმენტალობა, ძალა სჭირდება, ძალას კი, სიყვარული, რათა არ იქცეს ჩვეულებრივ მანიპულირებად.
სიძულვილი იმ ადამიანებს შორის უფრო ხშირია, ვისაც ოდესღაც ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა ჰქონდათ, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ერთმანეთისთვის ნამდვილი ტკივილის მიყენება.
მცდელობა იყოს ყოველთვის კარგი, ადამიანს არა ღირსებას მატებს, არამედ თვითკმაყოფილ პედანტად აქცევს.
სრული მორალური გახრწნა, რომელზეც ათწლეულების წინ მხოლოდ დავობდნენ ინტელექტუალები, თანამედროვე სამყაროში დიდი ხანია ნორმად იქცა.
უცნობი მომავალი უფრო საშიშია, ვიდრე მძიმე, თუმცა ნაცნობი აწმყო.
სიკვდილი ისაა, რისი გამოცდაც ნებისმიერს მოუწევს. სიკვდილი მარადიულია, რადგან ფიზიკურ გარდაცვალებამდე ადამიანი მრავალგზის კვდება ემოციურად.
სინამდვილეში ძალადობა მხოლოდ საკუთარი უძლურების აღიარებაა.
ბოროტების დაჟინებული უარყოფა, მხოლოდ მის სახეცვლილ გამრავლებას იწვევს, რომელიც მუდმივად თან ზდევს ადამიანს.
ძალაუფლების მოპოვების სურვილს მხოლოდ დაბალი თვითშეფასება ბადებს.
მომავლით ცხოვრება – უცნობში ნახტომს ჰგავს, რისი გამბედაობა მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით.
განგაშის შეგრძნება არც ისე ცუდი შეგრძნებაა, რადგან ადამიანის სიცოცხლისუნარიანობაზე მიანიშნებს.
საკუთარი თავის შენარჩუნების უნარი – საკუთარ შიშებთან პირისპირ შეხვედრის და მუდამ წინ მოძრაობის უნარია შიშის მუხედავად.
პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ სამყარო არაადეკვატურია მის მიმართ ან თვითონაა არაადეკვატური სამყაროს მიმართ.
ილუზორული ცხოვრება, სადაც არც შიშია, არც განგაშის გრძნობა, სინამდვილეში მხოლოდ რეალობის დამახინჯებული ვერსიაა.