LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეკრიბე ხალხი, წავიდეთ და ნაცებს დედა მოვუკითხოთო” – რა კავშირი აქვს ბიბლიოთეკის დაწვაში ბრალდებულს “ქართულ ოცნებასთან”

256
unnamed (1) (4)

პარტია “ქართული ოცნების” წევრი დიტო სამხარაძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ნაწილის დაწვის შემთხვევას და ასაჯაროვებს ინფორმაციას სავარაუდო დამნაშავის შესახებ. სამხარაძის განმარტებით, ეჭვმიტანილი ტყიბულის ერთ-ერთი სოფლიდანაა და მას “ქართულ ოცნებასთან” კავშირის არასოდეს არ ჰქონია. მმართველი პარტიის წევრი აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდება უსაფუძვლოა.

“ვისაც დორბლიანის ბიბლიოთეკის ამბავი “ქართული ოცნების” დავალებით გაკეთებული გგონიათ, თქვენ ტვინში ჩამახედა!
მოვიკითხე ეს ქათამაძე ვინ არის. ტყიბულის ერთ-ერთი სოფლიდანაა. “ქართულ ოცნებასთან” არასდროს არანაირი შეხება არ ქონია.
2019 წლის შემოდგომაზე ყოფილა მოსული პარტიის ცენტრალურ ოფისში და დაუწყია ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ლანძღვა – ნაცებს აპარპაშებენო, ოღონდ ზედმეტად აგრესიულად და ყვირილით – მიმიღეთ, ჩამაბარეთ ტყიბული, მე მივხედავო.
ოფისის თანამშრომლებმა ზრდილობიანად მოიშორეს.
ამის შემდეგ ჩასულა ტყიბულში, მივიდა ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ხემძღვანელთნ და უთხრა, შენ ვალდებული ხარ დროზე შეკრიბო ხალხი, წავიდეთ და ნაცებს დედა მოვუკითხოთო, როგორც მიყვებიან იქაც ძალიან აგრესიულად იქცეოდა. ტყიბულის პარტიის თავმჯდომარემაც, რა თქმა უნდა, მოიშორა. სულ ეს არის ქათამაძის შეხება (ამას თუ ქვია შეხება) “ქართულ ოცნებასთან”, – აცხადებს დიტო სამხარაძე.

სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაზე ერთი პირი დააკავეს

ის ასევე ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძვნებლის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს, სადაც იგივე პიროვნება ფიგურირებს, რომელმაც ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა და აღნიშნავს, რომ ეს “ნაცების” მორიგი კამპანიაა.

“გვარამია, რომ ცემეს სასამართლოსთან, მაშინ დაიწყეს ნაცებმა კამპანია, ჩუღურეთელებმა ცემეს ვოლსკის შეკვეთითო. მერე, როდესაც ყველაფერი გაირკვა, ჩუღურეთელი კი არა, საერთოდ თბილისელებიც არ აღმოჩნდენ (ერთ-ერთი იყო ქათამაძე) და ვოლსკი თვალით არ ყავდა არც ერთს ნანახი (ტელევიზორში ნანახს არ ვგულისხმობ). ეს საუბარიც ნაცების მორიგი ბინძური ჭორი აღმოჩნდა.

ახლა აკაკუნებენ კლავიატურაზე, პოსტავენ ჩვენზე, რა იკადრესო.
თქვე ცალუჯრედიანებო, ჯერ ხო ზუსტად იცით მასეთი რაღაცების მკადრებელი ვინ არის, მერე კიდეც რომ იკადრო, ფეისბუკის ლაივში ჩართვით რომელი ნორმალური აკეთებინებს ეგეთ იდიოტობებს ვინმეს. დავალებით შევიდა ლაივში?
ტვინი საერთოდ გლუვი გაქვთ ყველას თუ ხალხი გგონიათ ასეთი?!” – აღნიშნავს სამხარაძე.

რაც შეეხება სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მომხდარ ფაქტს, შსს-ს ინფორმაციით საქმეზე 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში ერთი პირია დაკავებული. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებისთ,  ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g