LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიტო სამხარაძე: „თუ ვინმე დამასანქცირებს ვერც ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, თუ ამერიკის ნახვა მომინდება, მექსიკიდან გადავიპარები, დავათვალიერებ და გადმოვიპარები, ისე რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს“

212
დიტო სამხარაძე

„თუ ამერიკის ნახვა მომინდება, როგორც ქართველი ვიზიტორების 99,9 %-ია „დასანცირებული“ და სურვილის მიუხედავად არ აძლევენ ვიზას, მეც მათსავით მოვიქცევი, მექსიკიდან გადავიპარები,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, დასანქცირებაში ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

„ჩემს პირად მოკრძალებულ აზრს გაგანდობთ:

თუ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ქართველები ოდესმე მოვესწრებით რომ შეერთებულ შტატებში უვიზოდ ვივლით, ნამდვილად მივესალმები, მაგრამ ამ მოცემულობაში, მე თუ ვინმე დამასანქცირებს და ამერიკის ვიზას არ ჩამირტყამს, ვერც ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუ ამერიკის ნახვა მომინდება, როგორც ქართველი ვიზიტორების 99,9 %-ია „დასანცირებული“ და სურვილის მიუხედავად არ აძლევენ ვიზას, მეც მათსავით მოვიქცევი, როგორც ეს ხალხი იქცევა ძირითად შემთხვევაში, მექსიკიდან გადავიპარები, დავათვალიერებ და გადმოვიპარები, ისე რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, თუ არ „გავსთორე,“ – წერს დიტო სამხარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები