LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის ფასი არაუმეტეს 51 ლარი იქნება

2076
wheat-flour-maida-500x500

საქართველოს მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცაროგორც მთავრობის შესაბამის დადგენილებაშია აღნიშნული, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია არასაფურაჟე ხორბლისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება. პროგრამის ამოცანას კი, წარმოადგენს ქვეყანაში ხორბლისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება.

პროგრამას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებული იქნება იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველი ხარისხის ერთი 50 კგიან ტომარა ფქვილი არაუმეტეს 51 ლარად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სუბსიდიის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

ამასთან, პროგრამის პირობების თანახმად, სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ამასთან, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე. სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g