LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანი–მიტარბის განვითარების პროექტი სპეციალისტებმა მოსახლეობასთან ერთად განიხილეს

604

ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სამუშაო პროექტი განიხილეს ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს, ,,არქიტექტურული ბიუროს,“  ადგილობრივი თვითმმართველობის,მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბაკურიანი-მიტარბის ტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სადაბო ცენტრის შექმნა, სატრანსპორტო ქსელის განვითარება და დახვეწა, საზოგადოებრივი სივრცეების ჩამოყალიბება, ზამთრისა და ზაფხულის აქტივობების ოპტიმიზაცია, ფეხმავალთა და ველობილიკების მოწყობა, საინჟინრო ქსელების სრულყოფა, მყარი ნარჩენების მართვა და სხვა.

სპეციალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  იმსჯელეს ჩატარებული წინასაპროექტო კვლევებისა და მათ საფუძველზე შემუშავებული ბაკურიანი-მიტარბის პერსპექტიული განვითარების ხედვაზე, დეტალურად განიხილეს გეგმარებითი დავალების სამუშაო ვერსია და ბაკურიანის განვითარების ძირითად მიმართულებებზე მოსაზრებები გამოთქვეს. დისკუსიის პროცესში ასევე, იმსჯელეს პერსპექტიული ტერიტორიული განვითარების შეზღუდვების საკითხზეც.

ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციას   შპს ,,არქიტექტურული ბიურო“  ამუშავებს, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ უკვე დაასრულადა ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშოების შეთანხმების პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტთან.

ბაკურიანი/დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g