LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გახდეს აუთსაიდერი ლიდერი – ფსიქოლოგის რჩევები

„თუ ზუსტად არ იცით რას ნიშნავს ლიდერობა, მაშინ ლიდერი ვერასდროს გახდებით!“

როგორ დავაღწიოთ თავი აუთსაიდერობას და როგორ მოვიპოვოთ ლიდერის პოზიცია.

* ნაბიჯი პირველი – მოეშვით საკუთარი თავის აუთსაიდერად აღქმას.

* ნაბიჯი მეორე – ზუსტად განსაზღვრეთ, რას ნიშნავს ლიდერობა. ზოგადად ლიდერი ისაა, ვისაც გარისკვა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. თუ ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას, მაშინ დროა გადადგათ შემდეგი ნაბიჯი.

* ნაბიჯი მესამე – თავად განსაზღვრეთ საკუთარი ცხოვრება, იტვირთეთ პასუხისმგებლობა, ხშირად გარისკეთ და ნურასდროს იქნებით სხვათა დახმარების იმედზე.

* ნაბიჯი მეოთხე – შეამოწმეთ საკუთარი თავი და გაიარეთ მცირე ტესტი – ძილის წინ გაიხსენეთ თქვენი ყველაზე გიჟური, შესაძლოა ბავშვური ოცნება. გადმოიტანეთ ის რეალობაში და უკვე შეძენილი გამოცდილების გათვალისწინებით, წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდით მისი რეალიზებისთვის. თუ მეორე დილას ამაღლებული განწყობით გაიღვიძეთ და ვერ ხვდებით რატომ, დარწმუნებული იყავით, რომ „ნახევრად“ თქვენ უკვე ლიდერი ხართ. იმ შეთხვევაში კი, თუ ცუდ გუნებაზე გაიღვიძეთ და გარშემო ყველაფერი გაღიზიანებთ. ე.ი. კიდევ ბევრი გაქვთ საკუთარ თავზე სამუშაო. დაიწყეთ მცირეთი და ეტაპობრივად გადადით სერიოზულ საკითხებზე. განსაზღვრეთ საკუთარი პროპრიტეტები. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის – შინაგანი თუ გარე სამყარო?
პირველი პოზიცია, რომელსაც ფილოსოფიურად განწყობილი ადამიანები იზიარებენ – „გარე სამყარო ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემში“. მეორე პოზიცია, რომელსაც ჩვეულებრივ ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და სახელმწიფო კორპორაციების თანამშრომლები მისდევენ – „როგორიცაა გარე სამყარო ზუსტად ისეთი იქნება ჩემი შინაგანი სამყაროც“. ამ კატეგორიის ადამიანები ნებისმიერ რეალობას ერგებიან კარიერის გაკეთებისა და ფულის მოხვეჭის სურვილით. ამიტომ, „ანგარებიანი ქამელეონებისთვის“ ცხოვრება მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის გარშემო ტრიალებს, რაც სხვათაშორის სწრაფად აქრობს ინტერესს ცხოვრების მიმართ, ენერგეტიკულად ფიტავს ადამიანს და სწრაფად აბერებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებელია თუ არა, იყოს ყველა ლიდერი? – დღეს ეს ყველასთვის აუცილებელია! რადგან სამყარო მეტად ავტომატიზირებული და ინდივიდუალიზირებულია. ის პირველ რიგში კრეატიულ გონიერ ადამიანზეა დამოკიდებული, რიგითი ადამიანების ჩანაცვლება კი, კომპიუტერს და ხელოვნური ინტელექტსაც შეუძლია, რომელიც ბევრად უკეთ მუშაობს და არასდროს იღლება.

რატომ უნდა იყოს თანამედროვე გონიერი ადამიანი (homo sapience) შინაგანად განვითარებული და ჰქონდეს მასშტაბური განათლება? – ნებისმიერი პროფილის საქმიანობა მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როცა მასში მრავალმხრივი განათლება ერთიანდება. მაგალითად, ეკონომიკამ უკვე აითვისა საკვანტო ფიზიკის კანონები, მენეჯერი კი, ვალდებულია ფლობდეს ფსიქოლოგის უნარ-ჩვევებს. ასე რომ, დღეს ვიწრო სფეროში პროფესიონალიზმი საკმარისი აღრაა, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ის, ვისაც თქვენზე მეტი განათლება და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები