LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი რაც უფრო ყრის ნივთებს და უწესრიგოა, შეიძლება მით უფრო ჯანმრთელიც იყოს“ – მარინა კაჭარავა

1506
marinakajaravaew343545

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია გვესმოდეს წესრიგის მნიშვნელობა სწორად.

„ბავშვს თუ არ აქვს გაცნობიერებული, რომ ეს მისთვის საჭიროა, ​ის არ ემორჩილება წესებს. ბავშვი რაც უფრო ყრის ნივთებს და უწესრიგოა, შეიძლება მით უფრო ჯანმრთელიც იყოს. ის, რომ ბავშვი ძალიან ნერვიულობს იმაზე, ეს რატომ დევს ასე, ისე უნდა იდოს, ეს ცოტა უფრო სახიფათოა. ბავშვისთვის ეს ბუნებრივია, რომ გაიხადოს, დააგდოს. მან უნდა ისწავლოს წესრიგი. ეს იწყება დაბადებიდან ექვს წლამდე. ​ერთიდან სამ წლამდე ნებისყოფის კარკასის ჩამოყალიბება ხდება.

შეიძლება გაგიკვირდეთ, ერთი წლის, ორი წლის ბავშვს რომელ ნებისყოფაზე უნდა ველაპარაკოთო. სწორედ ამ დროს იწყებს ბავშვი საკუთარი ტუალეტის მოწესრიგებას. რაც უფრო კარგად ახერხებს ბავშვი ამას, მით უფრო მოწესრიგებულია შემდგომში მისი დამოკიდებულებები ფულისადმი, საქმისადმი. რაც უფრო ვერ ახერხებს ბავშვი ტუალეტის მოწესრიგებას, მით უფრო ექსტრავაგანტული, ფეთხუმია მომავალში“, – განაცხადა კაჭარავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები