საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ — 107. გარდა ამისა, ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. გარდაცვლილია 5 პაციენტი. ამ ეტაპისთვის კარანტინის რეჟიმში 5 160 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 579.
“ბოლო დღეებში გამოვლენილი შემთხვევები საგანგაშო არ არის, მცირე რიცხვებია” – ხათუნა ზახაშვილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხვალიდან პისიარ ტესტირება საქართველოში კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი.