“ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ დაგვმატებია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი 9 შემთხვევიდან, 1 პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.
“დღე-ღამის განმავლობაში 9 ახალი პაციენტი დაგვემატა, მათგან 8-ის წყარო ცნობილია, ხოლო 1 პაციენტის წყაროს დადგენა და მოკვლევა ხდება. ქვეყნის მასშტაბით 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების 420 გამოვლენილი შემთხვევიდან ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით კოვოდის კლინიკებში 313 პაციენტი მკურნალობს.
ჩვენს ცენტრში 46 პაციენტია, აქედან 44 დადასტურებულად ინფიცირებულია. გუშინ ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენთან 53 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გუშინ 1 ახალი შეგვემატა და გუშინვე გაეწერა.
არსებული პაციენტებიდან 17 მძიმე პნევმონიითაა, კრიტიკული პაციენტები საბედნიეროდ უკვე აღარ გვყავს” – აცხადებს ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში მათ “კოვიდ 19”-ის პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ.