LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს“ – თენგიზ ცერცვაძე

197
ტენგიზი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას გაეცნო.

თენგიზ ცერცვაძემ გორში, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, შეიცავს თუ არა ერთი კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს, განაცხადა:

„ყველას აქვს საკუთარი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას: საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და ამას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დაინფიცირებულების მკურნალობაში შესაძლოა ინოვაციური მიდგომა დაინერგოს: თენგიზ ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო საქართველოს მართლადიდებლურმა ეკლესიამ ზიარების წესი არ შეცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები