LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი: “მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება”

54

პირობას ვდებ, ყველა ის პირი, ვინც ამ ვანდალური აქტის ორგანიზატორი იყო ან მასში მონაწილეობდა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

„პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ. პირობას ვდებ, ყველა ის პიროვნება, რომელიც ორგანიზატორი იყო ამ ვანდალური აქტის და იღებდა მასში მონაწილეობას, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება.

ამ დროისთვის წუხანდელ აქციაში მონაწილე 40-მდე პირია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g