LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალდებულო სამსახურის გავლა წვევამდელებს საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც შეეძლებათ – მღებრიშვილი

95

სავალდებულო სამსახურის გავლა წვევამდელებს საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც შეეძლებათ – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, წვევამდებელს ექნებათ სურვილის შემთხვევაში პრივილეგია, დარჩნენ საგანგებო სიტუაციის სამსახურის რიგებში სამუშაოდ.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლებელი იქნება წვევამდელებმა მოიხადონ ჩვენს სამსახურში. ყოველწლიურად იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელბიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე რელიგიური თუ სხვა მოსაზრებით, არ უნდათ იარაღის დაჭერა და ა.შ. მათ ვთვაზობთ ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავადლებულო სამსხედრო სამსახურში. წვევამდელები ვალდებულები იქნებიან, ის, ვინც სავალადებულო სამხედრო სამსახურს არ გაივლის, ალტერნატიულ სამსახურში იმსახურონ,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

პოპულალურები