LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 7 ახალი პაციენტი გვყავს: მაკა სოლოღაშვილი

250
Capture

“მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო დადგენილია.

“4 პაციენტი გადმოყვანილია ბოლნისიდან და შინდისიდან, ხოლო 2 პაციენტს ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ “კოვიდ 19″. მათი წყაროც ცნობილია, ისინი იმ პაციენტების ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ჩვენთან გადიან მკურნალობას. ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათგან ორი საყურადღებოა, ხოლო დანარჩენთან დაავადება საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს”, – აცხადებს სოლოღაშვილი.

მაკა სოლოღაშვილმა სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე 1 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია.

“გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე 11 პაციენტი გვყავს. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, 11 პაციენტი საყურადღებოა, მათგგან სამი ასაკოვანია. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მაკა სოლოღაშვილმა ასევ აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტებიდან ერთი არასრულწლოვანია.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა.

magti 5g