ლაშა კუპრაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს იმ სამედიცინო პერსონალის შესახებ, რომელთა თავდადება თავად იხილა.
“კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები, რომლებმაც დაავადებულების გადასარჩენად, დროებით, უარი თქვეს ოჯახსა და სიმშვიდეზე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათი დავყავი და საკუთარი თვალით ვნახე ის გარემო, რომელშიც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, საკუთარ თანამშრომლებთან, უმაღლესი დონის პროფესიონალებთან და თავდადებულ ადამიანებთან ერთად, ყოველწამიერად აკვირდება და სწავლობს დაინფიცირებულების მდგომარეობას.
ინტენსიურ განყოფილებაში ყოფნა, სპეციალური ეკიპირებით, დახურულ სივრცეში, სასმელი წყლის გარეშე და უდიდესი შრომის გაწევა ემსახურება ჩვენი და ჩვენ გარშემო მყოფების კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ადამიანები მხოლოდ იმიტომ გავიმარჯვებთ ამ ვირუსზე, რომ ამ ადამიანების შრომა და თავგანწირვა არ იყოს უშედეგო. #stopcov #დარჩისახლში #მადლობა”.