LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი სნუპ დოგის დაპატიმრებას ითხოვს

125

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეპერი სნუპ დოგი უნდა დააპატიმრონ. აშშ-ს პრეზიდენტის რისხვა გამოიწვია მომღერლის კლიპმა, სადაც, თითქოს და მას ესვრიან.

„წარმოგიგენიათ, რამხელა პროტესტი მოჰყვებოდა სნუპ დოგის საქციელს, როგორ დაინგრეოდა მისი კარიერაც, თუ კლიპში პრეზიდენტ ობამას ესროდა? დროა დააპატიმრონ!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.

 

პრეზიდენტის პირადმა ავოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ ვიდეო მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

„ეს ძალიან სამარცხვინოა, სნუპმა პრეზიდენტს ბოდიში უნდა მოუხადოს!“ – ამბობს კოენი და აღნიშნავს, რომ სასაცილო სულაც არ არის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა.

 

https://www.youtube.com/watch?v=7mKezG03MpA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g