LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონერები ირჩევენ ავსტრალიას

94

მილიონერები ავსტრალიას ირჩევენ. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს კონტინენტზე საცხოვრებლად 11 ათასი მილიონერი გადავიდა. წინა წელს კი მსგავსი არჩევანი 8 ათასმა მდიდარმა ადამიანმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად, ყველაზე მდიდარ მიგრანტებს ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი იზიდავდა ხოლმე, თუმცა როგორც ჩანს, უკანასკნელ წლებში სიტუაცია შეიცვალა.
სიახლე განსაკუთრებით ჩინელ და ინდოელ მილიონერებს ეხებათ – მათთვის საცხოვრებლად უფრო კომფორტული ავსტრალია აღმოჩნდა.

ექსპერტთა აზრით, ამის მიზეზი უსაფრთხო გარემო პირობებია, რაშიც ავსტრალიას ხელს გეოგრაფიული მდებარეობა უწყობს.

გარდა ამისა, ადგილობრივი კანონმდებლობის გამო ქვეყანაში ბიზნესის წარმოებაც საკმაოდ მარტივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g