LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ”პენსიაზე გასვლას ჯერ არ ვაპირებ”

44

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პრეზიდენტობა არ სურს. ამის შესახებ კალაძემ გადაცემაში ”რეაქცია” განაცხადა. კითხვაზე – შეიძლება თუ არა მან პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს, კალაძემ აღნიშნა, რომ პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირება.

” ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ ხალხის მიერ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, მე ამაში ტრაგედიას ან პრობლემას ვერ ვხედავ. ხშირად ვისმენთ, რომ ”ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა” და ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა არაა. ეს არის ხალხის ნება. არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლებამ ასე მოისურვა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.  ვთქვათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული. რა თქმა უნდა ”ქართული ოცნება” საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. იმ შემთხვევაში თუ ”ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს და ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაშინ არ მესმის დაბალანსების თემა, როგორ უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები