LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ, თავად ნახეთ კანონი, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას“ – კალაძე

232
კახა კალაძე

„ყველანი ვართ მზად დებატებისთვის, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ“ , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში, ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების კონსტატაცია მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მოგონილია. პოლიტიკურ სპეკულაციებში გადაყვანასა და სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ.

ვიღაცა შეიძლება მართლა დააჯერეს, შეცდომაში შეიყვანეს. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

ამავე ეთერში თბილისის მერი ნაკრების ფეხბურთელების მიერ გავრცელებულ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო დღეებში სპორტსმენების, მსახიობების, მედიისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ ბულინგი ხორციელდება.

ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს გზა ევროპაშია.. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“

„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე

„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი მამარდაშვილი

„თქვენთან, თქვენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათ“ – გიორგი მიქაუტაძის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილი

„კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები. მე ყველაზე არ ვსაუბრობ და არ მინდა ყველამ თავის თავზე მიიღოს. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, გაურკვევლობაში არიან ან არ აქვთ სწორი ინფორმაცია. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ახალგაზრდებს მათ შორის, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ. თქვენ თვითონ ნახეთ, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

პოპულალურები