LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ქართველი მსოფლიოს ნაკრებში

130

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების წევრები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ნაკრების განაცხადში შეიყვანეს. ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. წინასწარი გეგმით, ეს შეხვედრა ვლადიკავკაზში 24 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დაახლოებით ორი თვით გადაიდო.

“ასე უკეთესია, რადგან მაისის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატი გველის. ვფიქრობ, მაისის შუა რიცხვებისთვის უძლიერეს შემადგენლობას კიდევ ერთხელ შევკრებთ და შევეცდებით, მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავეებით დაკომპლექტებულ გუნდთან ბრძოლით ჩვენი ნაკრების ძალა ყველას დავანახოთ”, – უთხრა რუსულ სპორტულ გამოცემებს რუსეთის ნაკრების თავკაცმა ჯამბულატ თედეევმა.

მსოფლიოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირანის ჭიდაობის ფეერაციის პრეზიდენტი რასულ ხადემი იქნება. გუნდის საბოლოო შემადგენლობა კი სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დასახელდება. ამ ეტაპზე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის გარდა, მხოლოდ სამი მოჭიდავე დასახელდა: ევროპის (2016) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი, იტალიელი ფრანკ ჩამიზო (65 კგ) და ამერიკელები: ოლიმპიური (2012) და მსოფლიოს 3-გზის (2011, 2013 და 2015) ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74 კგ) და ოლიმპიური (2016) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი კაილ სნაიდერი (97 კგ).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g