კორონავირუსის პანდემიის დროს თვითიზოლაციაში დარჩენილი ვარსკვლავების უამრავი საინტერესო ლუქი ვიხილეთ. გასულ თვეს „სილამაზის ეტალონი“, კაილი ჯენერი პაპარაცებმა ფეხშიშველი და მაკიაჟის გარეშე დააფიქსირეს, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, კაილის ცნობა შუძლებელი იყო. დღემდე უცნობია, რატომ გადაწყვიტა კარდაშიანების კლანის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ქუჩაში ფეხშიშველი სეირნობა.
„კორონავირუსმა რეალური სილამაზე დაგვანახა“ - კაილი ჯენერი უმაკიაჟოდ და ფეხშიშველი დააფიქსირეს
„კორონავირუსმა რეალური სილამაზე დაგვანახა“, „ეს არის სილამაზის ეტალონი?“, - წერენ სოციალურ ქსელში
კაილის მსგავსად ფეხშიშველი პაპარაცებმა „სუპერ მაიკის“ ვარსკვლავი, 40 წლის ჩენინგ ტატუმი დააფიქსირეს. მსახიობმა გარდა შიშველი ფეხებისა, ყურადღება 80-იანი წლების სტილის ფართხუნა, ოქროსფერი შარვლით მიიქცია, რომელსაც ოქროს ყელსაბამი შეუსაბამა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩენინგ ტატუმი და მომღრალი, ჯესი ჯეი კვლავ ერთად არიან, ისინი თვითიზოლაციის პერიოდს ლოს-ანჯელესის სახლოში ატარებენ.