LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წლის შემდეგ პირველად ამოვისუნთქე, კიბოსგან თავისუფალი ვარ!“ – ჯესი ჯეი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

121
ჯესი ჯეი

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ ახლა „კიბოსგან თავისუფალია“. ხუთშაბათს „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ელოდება მომღერალი მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ყოველწლიური შემოწმების პასუხებს. წარწერაში ნათქვამია: „შედეგები ცნობილია და მე კიბოსგან თავისუფალი ვარ! საათობით ვტიროდი და ერთი წლის შემდეგ პირველად ამოვისუნთქე“.

ჯესი ჯეი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ვრცელდება ვიდეო

გასული წლის ივნისში მომღერალმა სოციალურ ქსელში გაამხილა თავისი დიაგნოზი და იმავე თვის ბოლოს ოპერაცია გაიკეთა. ორი თვის შემდეგ, მან გადადო და გააუქმა მომავალი ტურნეს თარიღები მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ კიბოს შემდგომი მკურნალობა სჭირდებოდა.

ჯესი ჯეიმ გადაწყვიტა საჯაროდ გამოეცხადებინა დიაგნოზი, რათა სოლიდარობა გამოეხატა სხვებისთვის, ვინც მსგავს განსაცდელს გადის.

ვიდეო: „თმა წარმოუდგენლად მცვივა, ჩემი მკერდი ჯერ კიდევ არ არის თანაბარი“ – კიბოსთან მებრძოლი ჯესი ჯეი სიახლეებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები