ძლიერმა ქარმა რუსთავის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ‘
“ინფო რუსთავის” ცნობით, სპორტის ქუჩის #2-ში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე წაიქცა. გარდა ამისა დაზიანებულია საცხოვრებელი ბინის სახურავები.
ამ დროისთვის ცხელ ხაზზე მოსახლეობის მიერ განხრციელებული 5 ზარი ფიქსირდება.
რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები პრობლემებს ადგილზე ეცნობიან.