LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

96
3489282

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული მამაკაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რუსულენოვანი სააგენტო “რესი” -ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 30 აპრილს შემოვიდა. აქვე ნათქვამია, რომ პაციენტი ამ დრომდე საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. ოკუპირებულ რეგიონში აცხადებენ, რომ დაინფიცირებული პირის ყველა შესაძლო კონტაქტი გამოკვლეული და დადგენილია. რამდენიმე პირი იზოლაციაში იმყოფება.

„ის კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა და ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული,“- აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ექიმი მარინა კოჩიევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g