კორონავირუსის პანდემიის გამო, პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ ახალი ალბომის, Chromatica პრემიერა გადადო. ალბომი ჯერ 24 მარტს, შემდეგ კი 10 აპრილს უნდა გამოსულიყო. სულ ცოტა ხნის წინ, ალბომის ტრეკლისტი გავრცელდა.
ლედი გაგას ახალი ალბომის ტრეკლისტი გავრცელდა
ალბომში საინტერესო კოლაბორაციებია წარმოდგენილი ისეთ არტისტებთან, როგორებიც ელტონ ჯონი და არიანა გრანდე არიან
„გრემის“ მფლობელი არტისტის ალბომის გამოსვლას მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან და აი, დადგა დრო, როდესაც პრემიერის თარიღი ცნობილი გახდა. ალბომი, სადაც საინტერესო კოლაბორაციებია წარმოდგენილი, დღის სინათლეს 29 მაისს იხილავს.
„მოგზაურობა გრძელდება, შემომიერთდით, 29 მაისს ალბომის პრემიერა გველოდება“, – განაცხადა გაგამ.