LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი რიგდებიან?

101

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სკანდალური განქორწინების დეტალები ნელ-ნელა ჩაწყნარდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილმა ურთიერთობა აღადგინა და ამ დროის განმავლობაში პირველად დაელაპარაკნენ ერთმანეთს. ამჯერად კი, ცნობილი ხდება, რომ პიტმა ჯოლისთან შერიგება გადაწყვიტა. მიზეზად კი შვილები სახელდება, რომელთა ბედნიერებისთვის ბრედმა ამ ნაბიჯის გადადგმა მოინდომა.

„შვილების კეთილდღეობა ბრედისთვის უმნიშვნელოვანესია. ბრედი ამ ურთიერთობას სწორედ მათ გამო გამოასწორებს“, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს, 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ანჯელინამ ბრედთან განქორწინებაზე სასამართლოს მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g