LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება – მსოფლიო ფონდი

182
shaoris-tsqalsatsavi-racha-shaori-reservoir-racha-2

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე საკუთარ პოზიციას აქვეყნებს.

„უკანასკნელ პერიოდში რაჭაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შესაძლებლობასთან და დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, გამოვთქვამთ როგორც ზოგად პოზიციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტულ მოსაზრებას რაჭაში არსებული სიტუაციის გარშემო.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ზოგადი პოზიცია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ცნობილია: მართებული ჰესიმართებულ ადგილზე. „მართებული ჰესი“ ნიშნავს – უახლესი, ბუნებისადმი დამზოგავი და მინიმალური ზიანის მომტანი ტექნოლოგიებით აშენებულს, ხოლო „მართებულ ადგილზე“ ნიშნავს – ადგილის შერჩევისას სტრატეგიული დაგეგმარების შედეგებისა და მდგრადი განვითარების სამივე შემადგენელი კომპონენტის გათვალისწინებას – არა მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკურის, არამედ და თანაბრად სოციალურ-კულტურულის და ეკოლოგიურის.

ეკონომიკის მინისტრი: ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს

"მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში"

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ეწინააღმდეგება ჰესების ყველა იმ პროექტს, რომელთა დაგეგმვა და განვითარება არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

მათივე ცნობით, რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება. „ბუნებაც დაცული იქნება, მიწაც არ გასხვისდება (ტყე, საძოვარი), ხალხიც დაკმაყოფილდება შეშით თუ სხვა ბიოლოგიური რესურსებით და, ამასთან, ადგილობრივები პარკში დასაქმდებიან და ეროვნული პარკი (როგორც „ბრენდი“) ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პარკი დაიგეგმა, შემდეგ ხელისუფლების ტექნიკური ნაწილის მოთხოვნით გადაიგეგმა და მაინც დღემდე არ დაარსდა“, – წერია განცხადებაში.

ვრცლად ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პოზიციას გაეცანით ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g