LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ინტერნეტის ხარისხი იზრდება

104

საქართველოში პირველი Root DNS სერვერი განთავსდა, რაც ინტერნეტის ხარისხის გაზრდასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN)-ისა და RIPE NCC-ის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით არსებული 13 root DNS  სერვერიდან ერთ-ერთის ასლი Cloud 9-ს მონაცემთა მიმოცვლის ცენტრში განთავსდა. ძირეული DNS სერვერები უზრუნველყოფს დომენური სახელების მუშაობას ინტერნეტში. შესაბამისად, ნებისმიერი საინტერნეტო სახელის ძიება root DNS  სერვერებიდან იწყება.

 

მსოფლიოში არსებობს 13 root DNS სერვერი, რომელთა ასლები სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული ინტერნეტის ფუნქციონირების მაქსიმალურად მაღალი წარმადობის და მინიმალური რეაგირების დროის მისაღწევად. ამ დრომდე საქართველოსთვის უახლოესი გერმანია/ჰოლანდიის სერვერები იყო,  ახლა კი ერთი მათგანი თბილისში, Cloud 9-ს მონაცემთა მიმოცვლის ცენტრში ფუნქციონირებს.

მსოფლიოს 13 root DNS სერვერის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულია ამ სერვერების ანალოგები. საქართველოს 4-ვე მეზობელ ქვეყანაში მსგავსი სერვერები უკვე წლებია განთავსებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანისთვის საქართველო ინტერნეტის მიმწოდებელია, ჩვენს ქვეყანაში ამ სახის ინფრაქტურქტურა ამ დრომდე არ არსებობდა. root DNS  სერვერის განთავსება საქართველოში ინტერნეტის ხარისხის გაზრდასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

Cloud 9 აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან დამატებითი სერვერების განთავსების მიზნით.

magti 5g